საიტის მენიუ

სტატისტიკა

ამჟამად საიტზეა: 2
სტუმრები 2
მომხმარებლები 0

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


პოეზია


კვირა, 07.ივლისში.2024, 2:48 AM
სიყვარული არ იციან და სიყვარულზე წერენ..
სიყვარული არ იციან და განიცდიან..
სიყვარული არ იციან და თვალებს ცრემლით ისველებენ..
ნანახია: 1613 | დაამატა: ika-070 | თარიღი: 06.აპრილში.2011 | კომენტარი (0)

როგორც ყოველთვის დაწყება ჭირს. არ იცი როგორ დაიწყო იმ თემაზე ლაპარაკი რაზედაც ფიქრობ რომ დაწერო. ასე ვარ ეხლა, ამ წამს. ეს იგივეა, როდესაც ადამიანის გაცნობა გსურს და ვერ გებულობ თუ საიდან დაიწყო. იცით? ისევ გავეხვიე იქ სადღაც შორს, სადაც მხოლოდ მე და ჩემი ფიქრები ვიმყოფებით. ამჯერად ყველაფერი სხვანაირად არის. უკვე ვფიქრობ ადამიანზე, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ "მიყვარს"... რა ლამაზია ის შეგრძნება, როდესაც რაღაც გრძნობა გეუფლება, ხვდები, რომ ის რაღაც ზებუნებრივული ძალა შენში შემოდის და გიპყრობს, ეს შეგრძნება გსიამოვნებს. როდესაც ხვდები, რომ ეს ყველაფერი ძალიან ადრე განიცადე, დღეს კი გაშინებს, რამეთუ არ იცი და არ ხარ იმაში დარწმუნებული, რომ ამჯერადაც იგივე არ განმეორდება. ისე, ზოგს რა ბედი აქვს, რა უცბად ხდებიან ბედნიერნი. ნეტავ მე თუ ვიქნები ისეთივე ბედნიერი, ამაყი და თავაწეული, როგორნიც სხვანი არიან. ნეტავ, როგორია ის ყველაფერი, როდესაც მის გვერდით ხარ, მას შეიგრძნობ, შეისუნთქავ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 684 | დაამატა: ika-070 | თარიღი: 06.აპრილში.2011 | კომენტარი (0)

დიდი ხანია ვიცი, რომ მე სიყვარული მიყვარს!
არ ვლაპარაკობ კონკრეტულ ადამიანზე, ცხოველზე, მცენარეზე, საჭმელზე........ სიყვარულზე, გრძნობაზე გეუბნებით!
როცა სიცოცხლეში აზრს ხედავ, სიკეთე გინდა, გაგება გინდა, ჩხუბს და გაუგებრობას ერიდები! 
ამ გრძნობით ვცხოვრობ მე და ამ გრძნობით მინდა გავზარდო საკუთარი შვილებიც, რადგან არ შეიძლება სიყვარულის მოყვარულს ბოროტებამ ძლიოს, შურმა დაამძიმოს, ცხოვრებამ არიოს......! 
ადამიანები გიყვარდება, მათ გაგებას იწყებ, ცხოვრებას აფასებ, მადლიერი ხდები...! 
მთელი სიცოცხლის მანძილზე მოგყვება ეს გრძნობა და ალბათ, ამით ხდება განვლილი ცხოვრება ფასეული, შენი სიცოცხლე კი აზრიანი!
ამ პოსტით არ ვცდილობ სიყვარულის ახსნას ან განწყობის გამოვლინებას, ეს ჩემი ხასიათია, მე ამით ვცხოვრობ!
ალბათ ეს ჩემი პოსტებიდანაც ჩანს, როცა 20-მდე პირადი პოსტი მაქვს და ნახევარზე მეტში სიტყვა მიყვარს ფიგურირებს! 
მე ჩემი  ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 623 | დაამატა: ika-070 | თარიღი: 06.აპრილში.2011 | კომენტარი (0)

საშინელი გრძნობაა გულის სიმძიმე... როცა სილაღეს კარგავ, გაღიმებაც კი ტკივილს გგვრის, სუნთქვა გიჭირს, ჰაერი რაღაც სქელი ხდება, ხარბად სუნთქავ, მაგრამ ამოსუნთქვა მაინც არ შეგიძლია...
აფორიაქებულიც კი არ ხარ, რობოტს ემსგავსები, რაღაცას აკეთებ - თვალი გიშტერდება, ურთიერთობ - მექანიკურად, 2 წუთში აღარც გახსოვს რა გკითხეს ან რა უპასუხე...
არც მუსიკა გახარებს, არც კარგი ფილმი გაინტერესებს, მოფერებაც კი არ გინდა, პირიქით - ვინმეს შეხება აგრესიას და გაღიზიანებას იწვევს შენში... 
ასეთი წუთები რომ არ არსებობდნენ, ბედნიერებას ვეღარ აღვიქვამდით, ალბათ, რადგან ცხოვრება აუტანლად ერთფეროვანი გახდებოდა..., მაგრამ იმედგაცრუება მაინც ძალიან ცუდი გრძნობაა! :-( 
 
ნანახია: 627 | დაამატა: ika-070 | თარიღი: 06.აპრილში.2011 | კომენტარი (0)

ძებნა

შესვლის ფორმა

Copyright MyCorp © 2024