საიტის მენიუ

სტატისტიკა

ამჟამად საიტზეა: 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


პოეზია


შაბათი, 05.ოქტომბერში.2024, 3:49 PM
მთავარი » 2011 » აპრილი » 6 » სიყვარულს ლამაზი საქციელი სჭირდება და არა ლამაზი სიტყვები...
10:45 PM
სიყვარულს ლამაზი საქციელი სჭირდება და არა ლამაზი სიტყვები...
სიყვარული არ იციან და სიყვარულზე წერენ..
სიყვარული არ იციან და განიცდიან..
სიყვარული არ იციან და თვალებს ცრემლით ისველებენ..
სიყვარული არ იციან და სიყვარულზე აღფრთოვანებით საუბრობენ...
სიყვარული არ იციან და სიყვარულის მზეს ფიცულობენ..
სიყვარული არ იციან და სიყვარულისთვის თავს იკლავენ..
სიყვარული არ იციან და სიყვარულის გამო იცვლებიან..
სიყვარული არ იციან და სიტყვა ,,მიყვარხარ"-ს ხმარობენ..
აბა რატომ წერენ,განიცდიან,ტირიან,საუბრობენ,ფიცულობენ,
კვდებიან,იცვლებიან იმ გრძნობაზე რომლის მნიშველობაც
არ იციან?

უნდათ გამოცადონ ეს უმაღლესი გრძნობა,უნდათ დაემსგავსონ
სიყვარულით გულგაჟღენთილ ადამიანს..
მათ გაგონილი აქვთ ამ გრძნობის სიმპტომები და ამ სიმპტომებს
ჩემულობენ..
სიყვარულის შეგრძნებას,გათავისებას,შექმნას ნიჭი სჭირდება,
რომლის ნიჭიც ბევრს არ გააჩნია..სიყვარული შენდაუნებურად
გცვლის,გამაღლებს,გტკენს,გახარებს,ფრთებს გასხავს,განავარდებს
ცაში თავისუფლად,მაგრამ მთავარია განიცადო,მთავარია ეს
დიდი ნიჭი გქონდეს...

სიყვარულს ლამაზი საქციელი სჭირდება და არა ლამაზი სიტყვები..
ბოროტი ორატორიც საკუთარი ლამაზი სიტყვებით ხიბლავს
ადამიანთა ბრბოს,ლამაზი სიტყვებით უხატავს ცხოვრებას ლამაზ ფერებში,
მაგრამ საქციელი
ბოროტის აქვს...
არ ვიცით სიყვარულის არსი და მნიშვნელობა,სხვა შემთხვევაში
ამდენ დროს არ დავკარგავდით ლამაზი სიტყვების წერაზე,ვიზრუნებდით
ლამაზი საქციელის კეთებაზე,ჩვენ ხომ ამის დრო არც ისე ბევრი გვაქვს....

ნანახია: 1631 | დაამატა: ika-070 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა

შესვლის ფორმა

Copyright MyCorp © 2024