საიტის მენიუ

სტატისტიკა

ამჟამად საიტზეა: 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


პოეზია


შაბათი, 05.ოქტომბერში.2024, 3:42 PM
მთავარი » 2011 » აპრილი » 6 » სიყვარულზე შეყვარებული მეოცნებე...
10:43 PM
სიყვარულზე შეყვარებული მეოცნებე...
როგორც ყოველთვის დაწყება ჭირს. არ იცი როგორ დაიწყო იმ თემაზე ლაპარაკი რაზედაც ფიქრობ რომ დაწერო. ასე ვარ ეხლა, ამ წამს. ეს იგივეა, როდესაც ადამიანის გაცნობა გსურს და ვერ გებულობ თუ საიდან დაიწყო. იცით? ისევ გავეხვიე იქ სადღაც შორს, სადაც მხოლოდ მე და ჩემი ფიქრები ვიმყოფებით. ამჯერად ყველაფერი სხვანაირად არის. უკვე ვფიქრობ ადამიანზე, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ "მიყვარს"... რა ლამაზია ის შეგრძნება, როდესაც რაღაც გრძნობა გეუფლება, ხვდები, რომ ის რაღაც ზებუნებრივული ძალა შენში შემოდის და გიპყრობს, ეს შეგრძნება გსიამოვნებს. როდესაც ხვდები, რომ ეს ყველაფერი ძალიან ადრე განიცადე, დღეს კი გაშინებს, რამეთუ არ იცი და არ ხარ იმაში დარწმუნებული, რომ ამჯერადაც იგივე არ განმეორდება. ისე, ზოგს რა ბედი აქვს, რა უცბად ხდებიან ბედნიერნი. ნეტავ მე თუ ვიქნები ისეთივე ბედნიერი, ამაყი და თავაწეული, როგორნიც სხვანი არიან. ნეტავ, როგორია ის ყველაფერი, როდესაც მის გვერდით ხარ, მას შეიგრძნობ, შეისუნთქავ და ლამაზ სიტყვებს ეტყვი თუნდაც ჩურჩულით. მასთან ერთად რომ იქნები, ყველგან და ყოველთვის... ნეტავ იცოდეთ, რამდენჯერ მინახავს ასეთი ბედნიერი წყვილი და როგორი "თეთრი შურით" შემშურებია მათი... ეს ყველაფერი კი, განცდილი მაქვს, მხოლოდ ჩემს ფიქრებში... წარმოვიდგენ ხოლმე იმ საყვარელ არსებას რომელთან ერთადაც ვარ.. (რა მეოცნებე ვარ არა?) 
იცი ჩემო სიხარულო და სანატრელოვ, ეხლაც შენზე ვფიქრობ. უფრო სწორად ჩვენზე ვფიქრობ. დღითიდღე უფრო ძლიერ მენატრები, მელანდები.. ყველგან გეძებენ ჩემი თვალები, ფიქრები ფიქრობენ, ისევ ისე სევდიანად. არ შემიძლია, ვეღარ ვძლებ, იარებით აივსო ოცნება, დაფლეთილი ოცნება, რომელიც ვგრძნობ დღითიდღე მტოვებს, მრჩება სიმარტოვე, ვრიყავ, მან უკვე ჩემს ოთახში დაიდო ბინა, ჩემს ცხოვრებაშიც. რას არ მივცემდი ოღონდ ეხლა წამით შეგეხო, შეგიგრძნო, შენი არსება დავინახო. თითქოს სიცოცხლემ დამტოვა შენთან ერთად და ეხლა ასე უსიცოცხლოდ, მკვდარი.. სუნთქავს ჩემი სხეული.
სიცივე, მარტოობა, ცრემლი, დარდი, ოცნება... რომელსაც ვქარგავ თვალებს მიღმა, მაგრამ ძაფს აუხდენელი ქვია. ყოველი დღე ერთმანეთს დაემსგავსა, უაზრობაში მობინადრე ვარ.
ღიმილი... ყოველდღე მიწევს, ღიმილი, მის უკან კი, ცრემლით სავსე ტკივილს ვატარებ. არც გათენება მახარებს, მზის ამოსვლა.. განა რა აზრი აქვს იმ დღეს როცა ვიცი ვერ გნახავ, მთვარეც დამემალა, ეხლა და გადავწყვიტე შენ მოგიყვე ფიქრები. ალბათ იცის გუშინ რომ გელაპარაკე და გამებუტა, მემალება. მერე სადღაც მძინარს დამხედავს და აქვითინდება, უშენობას განიცდის ძალიან, უშენობას განიცდის მთელი ჩემი სამყარო, რომელიც შენით სუნთქავს... არ ვიცი უკვე რა იქნება ჩემი მომავალი, მე უკვე ჩემს ადგილს ვეღარ ვპოულობ. ვერასდროს შევძლებ შენს დავიწყებას, განა რაზე უნდა დავიწყო ფიქრი, სადაც შენ არ გაიელვებ როგორც მისი მთავარი აზრი. ყველა ფიქრს აქვს დასასრული, შენზე ფიქრის გარდა... ყველაფერს აქვს ბოლო, შენზე ოცნება კი უსასრულო არის...
იცი? იმდენი მოახერხე, შენი თბილი საუბრით, რომ ვფიქრობ მეორედ დავიბადე... ნეტავ მართლა ასე იყოს. მე ხომ ის არ მიგრძვნია დიდი ხანია, რასაც ამდენი წლის განმავლობაში ვნატრობდი. და შენ გამხადე "სიყვარულზე შეყვარებული მეოცნებე" !
ესე შემოვრჩი მლოცველი ხატის გარეშე. ესე წერით გესაუბრები ხოლმე. ფურცლებს მოვუყვები ყველაფერს შენზე, რასაც სიტყვებით გადმოცემას შევძლებ. დანარჩენს ღამე გამიგებს, მომისმენს, მას ხომ ჩემი უსიტყვოდ ესმის. ასე შემოვრჩი ღაამებს მარტო, "მე" და "შენზე" "ფიქრი". მიყვარხარ, იმაზე მეტად მიყვარხარ, ვიდრე მიყვარდი, ვიდრე წარმომედგინა, ვიცი დრო და დრო (დრო რომლისგანაც განკურნებას ველი ) უფრო და უფრო შემიყვარდები. უფრო სწორედ უშენობით დაქანცული, გავიგებ თუ რაოდენ ბევრი ხარ ჩემთვის. ჩემი სუნთქვა ყოფილხარ...
ძალიან მიყვარხარ. შენ შეიძლება ამას ვერ ხვდები, მაგრამ მე ხომ ვიცი რა საშინლად და გიჟურად მიყვარხარ. ღამეა, ალბათ გვიანია, არ ვიცი და არც ვკითხულობ "რომელი საათია", თითქოს დღისით უფრო ადვილია ტკივილიანი მონატრების განმარტოვება, ღამე კი?... საკუთარ თავთან მარტო რომ რჩები, მონატრება და ტკივილი ათასდება, უფრო ხილული, გაუსაძლისი ხდება, გიხშირდება სუნთქვა და თვალები გიდასტურებენ ცრემლით რომ გტკივა, გეწვის სული და ქარიშხალი კვნესის შენში... იცი, როგორი საშინელი მონატრება ვისწავლე? უფრო სწორად კი არ ვისწავლე, მას შენი სახელი დავარქვი... ცრემლები მახრჩობენ და ნისლით მოცული ნისლები მარტოობით მაშინებენ...
მიხვდებოდი კიდევაც ეხლა რასაც განვიცდი შენს მიმართ. მე შენ მიყვარხარ, შენ ჩემში ხარ...
ჩემო ძვირფასო ადამიანო, ეს შენია, შენ გეკუთვნის და ამიტომ ვარ ასეთი თამამი. მეტი არ მინდა, "მიმიღე ისეთი როგორსაც მიცნობ და თუ ოდესღაც აღარ ვიქნები, შენთან მოვა ამ ფურცლებიდან ჩემი ფიქრები...


ნანახია: 688 | დაამატა: ika-070 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა

შესვლის ფორმა

Copyright MyCorp © 2024