საიტის მენიუ

სტატისტიკა

ამჟამად საიტზეა: 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


პოეზია


შაბათი, 05.ოქტომბერში.2024, 7:33 PM
მთავარი » 2012 » თებერვალი » 29 » ხიდთან
5:27 PM
ხიდთან

საღამოს როცა სუყველას სძინავს
მე ხიდთან ვხვდები პატარა გოგოს
იმას გონია რომ მე ის მიყვარს
მე მხოლოდ მისი თვალები მომწონს.
ჩემი ტუჩები მის თვალებს ეძებს
და ის თრთის როგორც ჩიტი პატარა,
და მე იმ ღამეს ვაჩუქე კოცნა
კუბოს ფიცრამდე მან ის ატარა.
მოკვდა ისე რომ ვერც კი გაიგო
რომ ის მომწონდა და არ მიყვარდა
მაგრამ მე მაინც იმის საფლავზე
ლამაზ ყვავილთა კონა მიმქონდა.
ერთხელ, როდესაც სასაფლაოზე
ყვავილი ვუძღვენ ჩემთვის დაკარგულს
ბრწყინვალე ცრემლი შევნიშნე თვალთან
მივხვდი ვტიროდი წარსულ სიყვარულს.
მე მაშინ გულში ტკივილი ვიგრძენი
და გამახსენდა თვალები მისი
მივხვდი, რომ მე მას ვერ დავივიწყებდი
რომ ვერ შეცვლიან თვალები სხვისი.
და მე იმ დღეიდან ქალი შემძულდა
დროს მე მივყავდი, დრო მე მიმყავდა
ხალხო! გესმოდეთ, რომ მე ის გოგო 
ცოცხლად მომწონდა და მკვდარი მიყვარს.
ნანახია: 651 | დაამატა: ika-070 | ტეგები: მიყვარს, ხიდთან | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა

შესვლის ფორმა

Copyright MyCorp © 2024