საიტის მენიუ

სტატისტიკა

ამჟამად საიტზეა: 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


პოეზია


შაბათი, 05.ოქტომბერში.2024, 5:21 PM
მთავარი » 2012 » თებერვალი » 29

ხიდთან

Added by: ika-070 |


საღამოს როცა სუყველას სძინავს
მე ხიდთან ვხვდები პატარა გოგოს
იმას გონია რომ მე ის მიყვარს
მე მხოლოდ მისი თვალები მომწონს.
ჩემი ტუჩები მის თვალებს ეძებს
და ის თრთის როგორც ჩიტი პატარა,
და მე იმ ღამეს ვაჩუქე კოცნა
კუბოს ფიცრამდე მან ის ატარა.
მოკვდა ისე რომ ვერც კი გაიგო
რომ ის მომწონდა და არ მიყვარდა
მაგრამ მე მაინც იმის საფლავზე
ლამაზ ყვავილთა კონა მიმქონდა.
ერთხელ, როდესაც სასაფლაოზე
ყვავილი ვუძღვენ ჩემთვის დაკარგულს
ბრწყინვალე ცრემლი შევნიშნე თვალთან
მივხვდი ვტიროდი წარსულ სიყვარულს ... კითხვის გაგრძელება »

Comments [0] | Read More...

ტაძარში

Added by: ika-070 |


რამ მომიყვანა ახლა ვფიქრობ ტაძარში მარტო
მე ხომ უშენოდ აქ არასდროს არ მილოცია
ყველა ხატის წინ დაგვინთია წმინდა სანთელი
და ყველა ხატი სათითაოდ დაგვიკოცნია..

მოვედი ალბათ იმიტომ, რომ გაგიხსენო
მოვედი, ვუთხრა ღვთისმშობლის ხატს ჩემი სათქმელი
რომ დღეს აღარ ვარ შენთან ერთად, მოვედი მარტო
და ორის ნაცვლად აინთება ერთი სანთელი..

შენ ყველას უსმენ, შენი ხმა კი არავის ესმის
ერთი თხოვნა მაქვს ღვთისმშობელო, მომისმენ ალბათ,
მიეცი ძალა შენ ხატის წინ დაჩოქილ შვილებს
რომ არასოდეს არ დაინთოს სანთელი ცალად!!
< ... კითხვის გაგრძელება »

Comments [0] | Read More...

როცა მე და შენ წლები გვაშორებს

Added by: ika-070 |



როცა მე და შენ წლები გვაშორებს,
რაღა თქმა უნდა ეს საწყენია,
მაგრამ როდესაც ჩემს გვერდითა ხარ
იმ წუთზე ტკბილი არაფერია.
როცა მე და შენ წლები გვაშორებს,
მენდე, ეს ჩემთვის არაფერია,
მე შენთან მინდა შევხვდე განთიადს,
გასაკვირი აქ არაფერია.
შენით მე გავხდი ბევრად უფროსი,
შენ კი ისევე ბავშვად იქეცი,
როცა მე სულ მთლად თავი დავკარგე
და სამუდამოდ შენად ვიქეცი.< ... კითხვის გაგრძელება »

Comments [0] | Read More...

მენატრება შენი სახე

Added by: ika-070 |



მენატრება შენი სახე,
ამ დილითაც სიზმრად გნახე.
ისევ მათბობს შენი ფერი,
არ მამშვიდებს არაფერი.
აღარ მშველის ლექსის წერა,
ზურგით მიდგას ბედისწერა.
დამავიწყდა უკვე ლოცვა,
მახსოვს მხოლოდ შენი კოცნა.
თავში დამსდევს ერთი აზრი,
ვერ გავუგე შინაარსი.
ვერ დავხატე გრძნობის ფერი,
ყალბი გახდა ყველაფერი.
ვერ ვუყურებ მწვანე ჭადრებს,
ვეღარ ვხედავ რა შენს თვალებს.
არ მიპყრობდა ფერი ვარდის ... კითხვის გაგრძელება »

Comments [0] | Read More...

ძებნა

შესვლის ფორმა

Copyright MyCorp © 2024