საიტის მენიუ

სტატისტიკა

ამჟამად საიტზეა: 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


პოეზია


კვირა, 07.ივლისში.2024, 2:25 AM
მთავარი » 2012 » მარტი » 3 » დედა
4:16 PM
დედა

როცა მოვიწყენ და დარდი მომაწვება,

ვეღარ გავუძლებ და თვალი აცრემლდება,

ფიქრი გადამრევს და გული მეტკინება,

ვინ გაიზიარებს ჩემს ტკივილს?დედა

როცა გზა აბნეულს რჩევა დამჭირდება,

და ჩემი ოცნება სადღაც გაფრინდება,

ვეღარ ვუმკლავდები სიძნელეს ვხედავ,

უცებ წამომცდება ვაიმე დედა.

როცა სიცივეში სითბო მომინდება,

ულში ჩამიკრავს და გული გამითბება,

ვინ არის ჩემს ფიქრებს უცებ რომ ხვდება?

ეს ხომ დედაა ძვირფასი დედა.

ნატკენ ჭრილობაზე მალამოდ დნება,

ძლიერი სიცხისას წვიმად გამოჩნდება,

ქარი დაუბერავს ქარსაც აღუდგება,

ახლოს არ მოუშვებს ნამდვილი დედა.

მე ვის ვენატრები ყველაზე მეტად?

ჩემი გულისთვის იქცევა ფერფლად,

ყველა სიძნელეს რომ უდრეკად ხვდება,

ესეც დედა არის,ძლიერი დედა.

როცა რამე მიჭირს ვის არ ეძინება?

ჩემსკენ მომავალ ცეცხლს წინ რომ აღუდგება,

ყველგან გამომყვება ,უფსკრულს ჩავარდება,

შვილის გულისათვის თავს წირავს დედა.

ვინ ცდილობს მასწავლოს ცხოვრება ქვეყნად?

ვის უნდა ვიცოდე ყველაზე მეტად?

მთელი სიყვარულით ვინ მოვა ჩემთან?

სითბოს გადმოაფრქვევს გულიდან დედა.

არ მიმატოვებს გასაყარ გზებთან,

სიმშვიდეს მჩუქნის ყოველთვის,ყველგან,

უკუნ სიბნელეში სანთლად ამენთება,

როგორც ყოველთვის ისევე დედა.

უნდა დავაფასოთ ეს გრძნობა მეტად,

უნდა გავუფრთხილდეთ ვაქციოთ კერპად,

მის მზეს დავიფიცავ წავყვები ყველგან,

დედას გეფიცები მიყვარხარ დედა!!! 

კატეგორია: მილოცვები | ნანახია: 787 | დაამატა: ika-070 | ტეგები: მიყვარხარ დედა, დედა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა

შესვლის ფორმა

Copyright MyCorp © 2024