საიტის მენიუ

სტატისტიკა

ამჟამად საიტზეა: 2
სტუმრები 2
მომხმარებლები 0

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


პოეზია


კვირა, 07.ივლისში.2024, 2:17 AM
მთავარი » 2012 » მარტი » 7 » ჩემში დარჩები ლამაზ ოცნებად
4:17 PM
ჩემში დარჩები ლამაზ ოცნებად

უპასუხო წერილები, არ მპასუხობ მერიდები,

უკვალო ბილიკები გზას მარტო მივყვები,

მერე ვჩერდები თითქოს ამერია გზა,
შეიძლება მჭირდები, მერე რა...

მერა რა, რომ ჩემს მუზას შენი სახელი ქვია,
მერე რა რომ შენზე ვწერ ღამე გვიან,
დროს მიაქ გრძნობა სიყვარული რომ ერქვა,

მაპატიე ვეცადე რომ ყველაფერი ამეხსნა,

შეიძლება არ მისმენდი არ მე ვერ გიხსნიდი
შეიძლება შენც ჩემსავით ჩუმად განიცდიდი,
შეიძლება ყველაფერი სულ სხვაგვარად იყო,
შეიძლება არც მინდა უბრალოდ დაგივიწყო,

უბრალოდ შეიძლება თავიდან დაწყება,
მესმის, ალბათ ძნელია ჩემი გაგება,
მიყვარხარ გაიგე,
მჭირდები გამიგე...

შენში რაც ვნახე ჩემში დარჩება,
ჩემში დარჩები ლამაზ ოცნებად,
ჩემი ლამაზი, ჩემი პატარა
უშენობამ იცი როგორ დამღალა... 

დავდიოდი ჩემთვის მარტო ველოდებოდი წვიმას,
განა წვიმა მიყვარს, არა ის ცრემლებს მალავს,
დავდიოდი ჩემთვის მარტო, იმედით სადმე 
ვნახო იქნებ უბრალოდ შორიდან დავინახო,

ღამეს ვაცილებ, დღე მხვდება სევდიანი,
დავდივარ მარტო ჩემთვის დარდიანი
ამინდიც ხელს მიწყობს ისევ მოწყენაში
,მერე რა რომ მიყვარს, ცუდი რა არის ამაში

ალბათ ისევ გავა წლები ისევ მომენატრები,
ზაფხულივით ჩნდები, მათბობ მერე ქრები
შემოდგომა, ზამთარი ისევ მარტო ვარ მცივა

გაზაფხულის მოლოდინში ხანდახან გულიც მტკივა,


ზოგჯერ როცა არ მინდა მაინც მიწევს ფიქრი,
მერე როცა მენატრები უბრალოდ გიცდი,
მერე ჩემს ფიქრებს ფურცელზე ვხატავ
და ბოლოში ვაწერ: მჭირდები..! სად ხარ?

შენში რაც ვნახე ჩემში დარჩება,

ჩემში დარჩები ლამაზ ოცნებად,

ჩემი ლამაზი, ჩემი პატარა

უშენობამ იცი როგორ დამღალა...

ნანახია: 952 | დაამატა: ika-070 | ტეგები: ჩემში დარჩები ლამაზ ოცნებად | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა

შესვლის ფორმა

Copyright MyCorp © 2024