საიტის მენიუ

სტატისტიკა

ამჟამად საიტზეა: 3
სტუმრები 3
მომხმარებლები 0

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


პოეზია


კვირა, 07.ივლისში.2024, 2:52 AM

ტერენტი გრანელი 
1898-1934


მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ,
ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი.
ძვირფასო მოსვლა რად გაგიძნელდა?!
ძვირფასო რისთვის დაიგვიანე?!
ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია,
ახლა ქარები არხევენ ტირიფს.
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
და როგორც ბავშვი დაიწყებ ტირილს.
ასე გაივლის წამება, ოხვრა,
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით.
მოხვალ დაღლილი, მეტყვი, როგორ ხარ?
მოხვალ და ვიცი მომეფერები!
თუმცა იქნება ღამე წვალების,
ღამე სასტიკი და ულმობელი.
და ეს თვალები, ლურჯი თვალები,
ჩემი თვალები ისევ მოგელის.





განმეორებას ისევ ელიან ... 
და ეს ცხოვრება ჩემი მკვლელია ... 

გამოთხოვების წამი ხშირია ...
და მე ცხოვრების არ მეშინია ... 

და ეს ლექსია განმეორება...
ჩემს პოეზიას ებრდძვის ცხოვრება...

და მინდა შველა , რომ ვთხოვო უფალს...
რომ ამნაირი ცხოვრება მღუპავს... 

განმეორებას ისევ ელიან ... 
და ეს ცხოვრება ჩემი მკვლელია ...


”ჩემი გული უფრო გამალებით ცემს შენს მოლოდინში, ტერენტი გრანელი.”
მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ, ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი,
ძვირფასო მოსვლლა რად გაგიძნელდა? ძვირფასო რისთვის დაიგვიანე?
ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია, ახლა ქარები არხევენ ტირიფს ,
მე შენ გიამბობ ერთ ტრაგედიას და როგორც ბავშვი დავიწყებ ტირილს,
ასე გაივლის წამება ოხვრა, შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით
მოხვალ დაღლილი მეტყვი როორ ხარ? მოხვალ და ვიცი მომეფერები,
თუმცა იქნება ღამე წვალების, ღამე სასტიკი და ულმობელი ,
და ეს თვალები ლურჯი თვალები, ჩემი თვალები ისევ მოგელის..



ალბათ მოვა დრო ...
ალბათ მოვა დრო - შენც აინთები, 
ახლა დარდების მძიმე წუთია. 
მიწას ადგია ცა გარინდებით 
და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია.


არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის, 
ადამიანის ბედი კრულია. 
დადუმებული კიდია ზარი 
და თითქოს ზარი საყდრის გულია. 

მე ასე ვფიქრობ, ღამდება კიდეც, 
ალბათ ლანდებიც მალე მოვლიან. 
დგას საფლავების მწვანე სიმშვიდე 
და ეკლესია თითქოს თოვლია.



ძებნა

შესვლის ფორმა

Copyright MyCorp © 2024