საიტის მენიუ

სტატისტიკა

ამჟამად საიტზეა: 3
სტუმრები 3
მომხმარებლები 0

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


პოეზია


კვირა, 07.ივლისში.2024, 2:12 AM
დაბადებიდან რომ ვერ გხედავდი
ამაზე მწყდება გული ძალიან
სიკვდილის მერე რომ ვეღარ გნახავ
ამაზე უფრო დამწყდება გული...



ქალი ეულია,თუმცა რჩეულია,
მხოლოდ სხეულია?
ქალი გრძნეულია…
ფიქრად ქცეულია,
სითბოდ ქცეულია,
ძალად ქცეულია,
შენად ქცეულია…
მაინც ეულია.
    
                                                      ავტორი: ანი დადიანი



მაშ გაუმარჯოს მეგობრობას,
გულო ფრთიანდი!!!
მარადი იყოს მეგობრობის
დროშა-დიადი.
შენ გაგვიმარჯვე,დაგვილოცე,
ამინ !უფალო,
მგობრის "ხატი” ,
გული გულთან,სული სულთანო.

                                                  ავტორი: გიორგი დვალი




რა მშვენიერი დღეები იყო,
იწერებოდა წიგნებში ბედი,
ახლა ამ ლექსებს ნაცარი იყოფს,
მე სულელი რომ შენს სახლთან ვწერდი.

რა გულმოდგინედ უკრავდა წვიმა,
რა გულმოდგინედ მოთქვამდა ღამე,
რა კარგი იყო რომ წლების წინათ,
ლექსს მკარნახობდა სულელი მთვარე.

რა მშვენიერი დღეები მაწვიმს,
რა მშვენიერად აპრილი გვღლიდა,
რამდენი ლექსი ვწერე და დავწვი,
შენი გაცნობის პირველი დღიდან.


                                  ავტორი: ნუგო გვენეტაძე



ძებნა

შესვლის ფორმა

Copyright MyCorp © 2024