საიტის მენიუ

სტატისტიკა

ამჟამად საიტზეა: 4
სტუმრები 4
მომხმარებლები 0

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


პოეზია


კვირა, 07.ივლისში.2024, 2:54 AM

ici ra minda? Cems gverdiT iyo magrad gyavde gulSi Cakruli da lamaz sityvebs meubnebode... Sen xom giyvarda Cemi sicili, Cemi kocna da gabrazebac ki da xSirad mabrazebdi xolme.... 
ici ra minda? isev giyvarde da bednierebi viyoT erTad.. gaxsovs? Cveni Cxubi sul ragac wuTebi rom grdZeldeboda radgan mec ver vaxerxebdi SenTan gabutvas, uSenod gatarebuli yoveli wuTi saukuned meCveneba...... 
ici ra minda?? SenTan erTad sadRac gadavikargo,oRond Sen iyo Cems gverdiT da sxvaze araferze vifiqreb, Sen xar Cemi ocneba, Cemi tanjvac da didi siyvaruli romelic arasodes ar amixdeba.. magram me mjera rom Sen lamazi cxovrebiT icxovreb da bednieri iqnebi, mere ra moxda Sens gverdiT ver viqnebi, me rom davitanjo Sen ki bednieri iyo geficebi ufro gamixardeba.... 
me var suleli siyvarulisagan gagijebuli da goneba gamoclili..... arasodes aravin unda Seiyvaro eseTi siyvaruliT magram me is mainc miyvars da ar SemiZlia daviwyeba imis miuxedavaT rom vici arasodes viqnebiT erTad......




RmerTo ra dagiSave? rato gamaCine am qveyanaze an Tu gamaCine raRas mawvaleb? momkali barem ager var, ar minda cxovreba, ar minda rom xvalindeli dRe gamiTendes. rad minda amixseni!!! isev rom viwvalo? isev rom vecado da isev kraxi ganvicado? ara ufalo ar minda, mirCevnia maq, Sens gverdiT vijde romelime Rrubelze da sxvis tanjvas vuyuro. ra aris aseTi es cxovreba yvela rom Sehnatvris? araferi... mTeli cxovreba unda vecado rom ar movkvde, mxolod imis gulisTvis rom bolos movkvde. ra azri qonda Cems gaCenas? ra unda gavakeTo am dampal dedamiwaze? dedamiwaze, sadac yvelas yvela kidia, daviwyebulia megobroba, siyvaruli, patiosneba, sindis-namusze xo saubaric zedmetia. dedas Svili ar anaRvlebs da Svils piriqiT.Tu rame iSove maSin unda naxo: yvela Seni naTesavia, yvela megobaria, yvelas uyvarxar, gamWirvale adamianidan did oazisad gadaiqcevi Sua udabnoSi romelsac yvela afarebs Tavs visac ar ezareba.

ara arian iseTebi romlebic Tavidanve SenTan erTad arian da cxovrebis bolomde ar giRalateben.....ase rom mxolod erTmaneTis siyvaruli gadagvarCens,cxovreba miuxedavad amdeni siZneleebisa grZeldeba.ukeTesi iqneba caSi viyo...



ნეტა რა არის პირველი სიყვარული? 

გრძნობა, რომელიც გვართობს და გვხიბლავს?! ნუთუ ორივე? ოჰ, ღმერთო ჩემო, ხვალ გამოცდა მაქვს უსაშინლესი და მეცადინეობის მაგივრად ვზივარ და იმ პირველ სიყვარულზე ვფიქრობ! გული დამიჭრა საზიზღარმა, შხამიანი ისრით. . . საშინლად მტკივა. ვგრძნობ ტკივილს უიმედო ნოსტალგიისას!. . . 
ბუზღუნებს ჩემი მეორე მე. . . 
- ხვალ გამოცდა გაქვს, იმეცადინე! 
- ვიცი! 
- რომ იცოდე სულელივით არ იჯდებოდი და სხვაზე არ იფიქრებდი! 
- ვინ სხვაზე? მე ხომ ვმეცადინეობ? 
- გეთანხმები, კითხულობ, წერ, მაგრამ თვალწინ ასოების ნაცვლად ვის ხედავ? ფიქრში ვინ გიზის? გამოცდა თუ სიყვარული? 
- თავი დამანებე! ვმეცადინეობ! 
- მეცადინეობ? ნუ მაცინებ?არ გრცხვენია? იწვი, იფერფლები. . . 
- თავი დამანებე! ჩემიც მეყოფა! 
ბუზღუნი მორჩა, გული დამშვიდდა. . . ვაგრძელებ მეცადინეობას. . . . 
- რას აკეთებ? 
- ვფიქრობ! 
- გამოტყდი! 
- ჰო! 
- რაზე ფიქრობ? 
- პირველ სიყვარულზე! 
- კიდევ მასზე ფიქრობ?! 
- ჰო. . . 
- რატომ? 
- არ ვიცი. . . 
- ჰო დაივიწყე? 
- არ ვიცი. . . . 
- კიდევ გიყვარს? 
- არ ვიცი. . . 
- აბა რაზე ფიქრობ? 
- არ ვიცი. . . 
- აბა, რა იცი? 
- არაფერი ვიცი! 
- კარგი რა! არ შეიძლება ასე! თავს ნუ იტანჯავ! დაივიწყე, როგორც მან დაგივიწყა, შეძელი ეს, როგორც მან შეძლო, გადაიყვარე, როგორც მან გადაგიყვარა, აღარ გაიხსენო, როგორც ის არ გიხსენებს, აღარ იფიქრო, როგორც ის არ ფიქრობს. . . . 
- არ შემიძლია! ვერ ვივიწყებ! ვერ შევძელი! ვერ გადავიყვარე! არ გახსენებაც ვერ შევძელი! მასზე ფიქრიც ვერ შევწყვიტე!. . . უძლური ვარ. . . 
- არა, შენ ძალიან ძლიერი ხარ! შენ ბევრი რამე შეგიძლია! შეგიძლია, ოღონდ მოინდომე! შენ ყველაფერი შეგიძლია! 
- არ შემიძლია, არ შემიძლია! მინდა, მაგრამ არ გამომდის! ყოველთვის, როცა დავიწყება მინდა, მაშინ უნდა მოხდეს ყველაფერი, მაშინ უნდა გამახსენოს ვიღაცამ ან რაღაცამ! რატომ? რატომ, ღმერთო ჩემო, რა დავაშავე? 
- ნუ ნერვიულობ, ნუ ბორგავ, ნუ ბობოქრობ! შენ არაფერი დაგიშავებია. უბრალოდ შეგიყვარდა ის ვინც ვერ დაგაფასა, ვერ მოგიარა, ვერ გაგიფრთხილდა. . . 
- იქნებ ისევ ვუყვარვარ და . . . 
- არ გიფიქრია, იქნებ არასოდეს ყვარებიხარ? 
- არა, არა, ის დღეები, ის დაუვიწყარი, ლამაზი სიტყვები, თბილი საუბარი, ყველაფერი ტყუილი იყო? 
- შეიძლება ტყუილი იყო, შეიძლება! სიამოვნებდა და გამოგიყენა! 
- არა, არ გამოუყენებივარ, ვიცი! ვიცი! ვიცი! ვუყვარდი! არა, თუ არ ვუყვარდი, მოვწონდი მაინც. ეს ვიცი ნამდვილად! არ არის ისეთი, რომ ამდენი ეაფერისტა! 
- რა იცი? 
- ვიცნობ! 
- იცნობ? 
- ჰო, ვიცნობ! 
- იცნობ? 
- კი, ვიცნობ! 
- დარწმუნებული ხარ, რომ იცნობ? 
- ახლა თუ არა, მაშინ ვიცნობდი! მაშინ, ადრე. . . 
- ხომ ხედავ, შენით აღიარე, ადრე ვიცნობდიო, შეიძლება მაშინაც არ იცნობდი სათანადოდ! 
- რატომ? დიდი დრო იყო ერთმანეთის შესაცნობად! 
- უცნაური იყოო?! 
- კი იყო, მაგრამ მაინც ვიცნობდი! 
- იცნობდი ბავშვს! ახლა დიდა!. . 
- მართალი ხარ! ბავშვი იყო, ძალიან საყვარელი, პატარა ბავშვი! მეც ბავშვი ვიყავი. . . ბავშვი იყო, მაგრამ ამაყი და მზრუვნელი ბავშვი! ბავშვი ხარო, რომ გეთქვა, ეწყინებოდა. . . ეს ალბათ იმიტომ, რომ ბავშვი იყო და სურდა, დიდი ყოფილიყო!. . . 
- და ბავშვმა ვერ შეინახა სიყვარული. . . 
- ბავშვი. . . 
- იმეცადინე!. . .

რა არის სიყვარული? 


ალბათ, გინდა გაიგო, თუ როგორ სწავლობენ სიყვარულს. არ არსებობენ რეცეპტები, არც ფორმულები. ვფიქრობ, უფრო კულინარიულ ხელოვნებას მიაგავს, რომლის მიხედვითაც თითოეული კერძის დამზადება ერთმანეთისაგან განსხვავებულ გზასა და დიდ ყურადღებას მოითხოვს. ზოგჯერ, პირველ რიგში, ბოსტნეულის შემზადებაა საჭირო, შემდეგ მათი ტაფაზე გადატანა და ბოლოს შეკაზმვა. ზოგჯერ კი, პირდაპირ დამარილებით იწყებენ. გემრიელი კერძის დასამზადებლად მრავალი რამის გათვალისწინებაა საჭირო; ადამიანების შემტხვევაშიც იგივე ხდება. ბუნებრივია, არ ვფიქრობ, თითქოს საკმარისი იყოს განაცხადო: \"გაგიმარჯოთ! გთხოვთ იყოთ მოსიყვარულენი და ერთმანეთის გამგებნი\".

ჩემის აზრით, საუკეთესო გზა გათავისებაა, ანუ ნიჭი სხვათა ფიქრების, გრძნობებისა და ტკივილების წარმოდგენის შეძლებისა. ჩვენ, ბერები, ყოველდღიურად ვვარჯიშობთ სხვათა შეგრძნებების აღქმის უნარის განვითარებასა და განმტკიცებაში. მაგალითად, ვფიქრობთ იმ მდგომარეობაზე, თუ რას განიცდის ესა თუ ის არსება, როგორიცაა დასაკლავად გამზადებული ცხვარისადმი სიბრალულის გრძნობა და ვცდილობთ წარმოვიდგინოთ მისი ტანჯვა: სიკვდილის შიში, ტკივილი, სისხლი. ანაც გვესახება საყვარელი ადამიანის სიმძიმილი და განვიხილავთ ჩვენს რეაქციას მისდამი. ამგვარად, შევისწავლით სხვათა შეგრძნებებისა და გამოცდილებათა უკეთ გაგებას და ვაუმჯობესებთ ჩვენი აღქმისა და მათთან ურთიერთობის უნარს. სიყვარულისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეგეძლოთ სხვათა გათავისება და მათ ადგილზე საკუთარი თავის მოაზრება, რაც ამავე დროს, ისეთ საშუალებას წარმოადგენს, რომელიც დიდ სიმამაცეს მოითხოვს; სიმამაცეს, წარმოვიდგინოთ, თუ რას ნიშნავს სხვის მდგომარეობაში ყოფნა. უმეტეს შემთხვევაში, ეს გვეხმარება ერთმანეთისადმი დაპირისპირების შერბილებაში, რითაც სხვათა გრძნობებს ვითავისებთ და ვსწავლობთ მათ პატივისცემას.



მერე რა, რომ ჩრდილია?? 


იცი რას ვხედავ?
ვიღაცას.
მაგრამ, არ ვიცი ვინ არის?!
ბნელ ქუჩაში, მხოლოდ ერთი,
ლამპიონი ანათებს
და მის ქვეშ არის ატუზული,…
მხოლოდ ჩრდილი ჩანს და
წვიმის წვეთები...
ნეტავ დიდხანს იქნება ასე აყუდებული?... ალბათ ფიქრობს, ან რაზე უნდა ფიქრობდეს? ამ წვიმაში, თან ღამეა- შუაღამე!
შეირხა...
სახე ლამპიონს მიუშვირა...
ისევ ჩაქინდრა და წვიმიან გზას გაუყვა...
უნდა დავედევნო...
ვინ არის?
რა უნდა?
აქ ხომ არავი დადის...
ნელი ნაბიჟით მიუყვება ქვის ბილიკს, არც იყურება უკან, არ ესმის... ვერ გრძნობს, რომ მივყვები?
მოტრიალდეს, დამენახოს,
აქ ხომ ასე იშვიათია სულიერი, ვისთანაც გასაუბრებას შეძლებ.
ნუთუ არ უნდა დამელაპარაკოს?!
სევდა აწევს მხრებზე,
მე ხომ ვხედავ...ან საიდან ვხედავ? რა ვიცი რომ ასეა?
იქნებ არც არაფერი სევდა აქვს და უბრალოდ წვიმაში მოხვდა, უდროო დროს-უდროო ადგილზე.
შეჩერდა,
ხმა... რაღაც ხმები ისმის...
საიდან?...
სიბნელეა ყველგან...
არ ვიცი რაღაც სიგიჯეა, იგიჯე!!!
რა უნდა ამ კაცს აქდა ან სულაც კაცია?
ან ეს ხმები რა ხმებია?
თითქოს შიშინი ისმის, არა, არა... რა შიშინი?
კარგად დავუგდებ ყურს...
ზღვა?
აქ ზღვა არასდროს მინახავს...
ჰმ, ქვიშა...
ფეხზე იხდის და ქვიშაზე გარბის... მივდევ, თან სიბნელეა, ვკარგავ...
ეს ხმა?! მარტო ზღვის არ არის,
სადღაც მგონი ბავშვები არიან... ზღვაში? ბავშვები? რა უნდათ... ალბათ იმათთან გარბის...
უნდა მივეშველო...
დავკარგე სიბნელეში...
არა... ბავშვები... ისინი ქვიშაში თამაშობენ... რა უცნაურია, ეს ლამპიონი, იქ რომ იდგა ზუსტად იგივე, მოგრეხილი თავსახური...
და ისევ ის ჩრდილი, აქ არის,
რამდენი ლამაზი პატარა არსება დარბის, ანგელოზივით...
მეღიმება...
ყველანი რა მშვიდები და ლამაზები არიან,
კეთილი სახეები და... სულ უმანკო...
ერთმანეთს ეთამაშებიან სიბნელეში, ლამპიონის შუქზე.
ყურადღება ბავშვებზე გადავიტანე...
სად არის?!... ის სად არის?
ლამპიონი ისევ მარტო დგას...
უჩრდილოდ არაფერია ლამპიონი...
გაოგნებისგან თვალები დამექაჩა...
ის, ის… ჩდილი,
ბავშვებში?
დარბის, ყვირის, იცინის,
ღმერთო არ მჟერა...
არადა, თითქოს ფრთები გამოესხა,
ფერად-ფერად პეპლებად ირევიან ბავშვები...
ის კი, შავი ჩრდილი,
ისევ შავი, მათ გარშემო დარბის, ცეკვავს... უხარია...
სახეზე არ ეტყობა, მაგრამ რომ უხარია ვგრძნობ.
ხშირად ვტირი...
მაგრამ მხოლოდ ერთი რამე მატირებს...
ეხლა თვალზე ცრემლი მაქვს,
თითქოს მთელი ცხოვრება ვიცნობ,
უბედურია,დაჩაგრული,
ოცნებებში ჩავარდნილი,
დღეს კი, ყველაფერი აუხდა,
ეს სხვა ცრემლია,
ინას არ ჰგავს. სიხარული მატირებს
მივიდე?...
რომ შეშინდეს?
რომ ჩავუშალო მხიარულება?…
მაგრამ მაინტერესებს ვინ არის...
ზღვა ისევ უმატებს შხეფებს...
დაიღალა მგონი, ისიც, ზღვაც,…მეც და ბავშვებიც,
ბავშვები?
სულ დაფარეს ჩრდილი,
ხო, მთლიანად დაფარეს.
აღარ ჩანს!?
სად არის?!სად...???
აღელვებული მივვარდი, ფეხები ქვიშაში მეფლობა...
ვერასდროს დავრბოდი ქვიშაში, ბავშვობიდან არ მიყვარდა.…
სახეგაფითრებულმა ბავშვებში გზა გავიკვლიე, გარშემო ყველა ჩამომცილდა...
ი ჩემსკენ სახით იჟდა...
ტანში უცნაურმა შეგრძნებამ დამიარა... არაა!!
არა ესე არ ხდება...
მე, მე... ეს არ ვიცი
ლამპიონი ისევ ძველებურად ანათებდა...
წვიმაც შხეფდა ქვაფენილს...
მე ისევ ვიდექი და ჩრდილს ვუყურებდი,
ჩრდილს-პირდაპირ,
სწორედ იმ ლამპიონის ჩრდილს...
ჩემს ჩრდილს.


რაც შენ წახვედიი თავი მოიკლა უშენობით სავსე წუთებმა ცრემლებივით დაღვარა

სევდიან თვალებს მუსიკის ფონზე თეთრი ფრთებით მოფრინავდა პატარა ჩიტიი და მიამბობდა სევდიანი

სიყვარულის ამბებს ,მაგონდებოდა ერთად ყოფნის ზღვა ჰარმონია რომელიც ახლა

მკვდრეთიით აგმდგარ ანგელოზს გავდა და მაშინებდა შენი არ მოსვლით, რომ ჩვენს სიყვარულს

ლახვარიი ჩასცა ამ ქვეყანაზე უფრო ბოროტმა ძალამ....

მე თავიი ვეღარ შევიკავე და ავტირდიი, მე მომეჩვენა ცამ აჩუქა სხვა ვაჟს მისფერი

და შენს სანაცვლოდ მომევლინა მოსატყუებლად,,, კოცნა ვაჩუქე მე შენს მსგავსებას ხელის გულის თხელ

ანაბეჭდით ის კი ხარხარით გამოეშვა შენს სანახავად რომ დაგვიმსხვრიოს ჩვენი რწმენის ყველა საანი

რომ გადათელოს შავი ჩექმით თეთრი ზღაპარი,,ვერ შემაცდინა ცის ნაჩუქარ მატყუარა

ზღვის ფერმა სივრცემ, რადგან არ გავდა ისეთ თვალებში ჩამწყვდეულ სითბოს როგორიც

შენი იყო, შენ გაიმარჯვე სიზმრად გამართულ ყველა ბრძოლაში სადაც ველურად თარეშობენ

ავი სულები, შენ გაიმარჯვე ამ საცოდავ გულის ჯიბრზე რომელსაც ჩემი არსება ქვია..

რა საოცრად და გაგიჟებით გვიყვარდა ერთმანეთიი,განა მერე რა მოხდა??? რამ დაანგრია

ჩვენი სიყვარულის ტაძარი??? შენ წახვედი ჩუმად და დაივიწყე ჩემი არსებობა, მე

შენ შემიყვარდი უფრო ძალიან რაც წახვედი ამ სამყაროდან... მომეხვიე და არასდროს

გამაპრთხილო როცა მშორდები, მე უთქმელად ვიგრძნობ ამოუვსებელ სიცარიელეს

მაგრამ იცოდე მე თუ წავედი შენ ვერასოდეს დანებდები უჩემობას და მარტოობით

თავად მოკვდებიი...



ცრემლნარევი სიყვარულის სიგიჟე

 

ერთი იმის თქმა შემიძლია, რომ სარკეში ჩახედვა აღარ მინდა, 
საშინლად მომბეზრდა ყველაფერი, 
ოცნებად ქცეული სიყვარული და ფიქრებში გაპარული მზე. 
ირგვლივ ან ცინიკოსები მახვევია, ან ნარკომნები, 
ეს მარტო მე კი არ მახვევია, 
მთელი ქვეყანა ასეთი ხდება. 
უმიზნო და ცივი, 
მიჭირს აქ ცხოვრება, რადგან ამ ცივ ადგილას ძალიან თბილი დავიბადე, 
მაგრამ მარტო ჩემი სიყვარული ვერ გაადნობს დიდი ხნის წინ დაწყებულ ყინვას. 
რაც არ უნდა სიგიჟემდე მიყვარდეს მაინც მარტო ვარ, 
რადგან ჩემი სიყვარული მარტოა, 
მარტოა იმ ყვავილივით, რომელიც უღრან ტყეში ამოვა. 
პატარაობიდან ოცნებებით ვცხოვრობდი, 
ჩემი ოცნება ბარბის სახლით დაიწყო და მერე მარტო დარჩენილ სიყვარულამდე ავიდა. 
არასოდეს მქონია ის რაც მინდოდა, მაგრამ 
ვიყავი ჩუმათ, 
ვთვლიდი, რომ ამ ცხოვრებაში არაფრის მოთხოვნის უფლება არ მქონდა, სანამ ჩემით არ მივახწევდი რამეს, 
გავიზარდე და დავპატარავდი, 
საოცრად დავპატარავდი. 
სიყვარულის ცრემლად ვიქეცი, 
იმდენად დავპატარავდი. 
მაგრამ ამ დაპატარავებულსაც არ მომეცა მშვიდად ყოფნის საშუალება, 
ვოცნებობდი ლოყას შევშრობოდი, 
არ ვყოფილიყავი იმის ფიქრში, თუ როდის მოიწმინდავდა ცრემლს მომტირალი. 
სანამ ცრემლად გადავიქცეოდი,ბევრი ტკივილი ავიტანე. 
თავადაც ძალიან ბევრჯერ ვიტირე. 
ყველაფერი ასე დაიწყო: 
გავჩდნი, 
თვალებზე მეტყობოდა, რომ სიცოცხლე ძალიან მიყვარდა, 
მუცლიდან ელვისებური სისწრაფით გამოვედი. 
ყოველთვის მქონდა იმის შეგრძნება, რომ ღმერთმა რაღაც განსაკუთრებულისთვის გამაჩინა, 
ხო და გავუჩენივარ განსაკუთრებულისთვის, 
სიყვარულზე განსაკუთრებული არაფერი არ არსებობს. 
მორიდებული ვიყავი, 
ამიტომ არაფერი არასოდეს არ მხვდებოდა, 
ვიყავი ჩუმი, 
მომტირალი. 
ერთი იყო კაი, რომ ყველასთან საოცრად თბილი ვიყავი, 
ჩახუტებისთვის გაჩენილი. 
ძალიან ბევრი უსიამოვნო რამ შემხვდა გზაზე, 
ჩემს თვალებზე შეყვარებულმა ერთმა ადამიანმა ბავშვობაში მძიმე დამისვა, 
რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩემი ცხოვრების ერთი ნაწილი საკმაოდ ცუდად დაიხურა. 
ნუ იქ რაც მოხდა მე ჩემ თავს დავაბრალე და საკუთარ თავს ცხოვრების საშუალებას არ ვაძლევდი. 
წლებმა, რომ გაირა მივხვდი ცხოვრება უნდა გამეგრძლებინა რადგან ჯერ ბავშვი ვიყავი, 
სულ რაღაც რვა წლის. 
ჩემს უახლოეს ადამიანს საშინელი ალკოჰოლიზმი ჭირდა და ძალიან ხშირად მინახავს უგონოდ მყოფი, 
თავს საშინლად ვგრძნობდი, 
საჭირო ოთახში ვიკეტებოდი და ნუგეშს სარკიდან ველოდი, მაგრამ იქიდან მხოლოდ ჩემი მწვალე თვალები მიყურებდნენ. 
ბავშვობაში მიღებულმა ნერვულმა სტრესებმა საშინელ მდგომარეობაში ჩამაგდო, 
ადრე გავიზარდე, 
ჩემ თავში ჩავიკეტე და კარს არავის ვუღებდი. 
მალე ახალ სკოლაში გადავედი , 
ადამიანებთან ურთიერთობას ადვილად ვაბამდი და მეგობრებიც გავიჩინე, 
ჩემს ცხოვრებაში ერთი ადამიანი გამოჩნდა, 
მახსოვს იმ პერიოდში ძალიან შევიცვალე, 
ხშირად ვტიროდი, 
იშვიათად ვჭამდი, 
სკოლაში არ დავდიოდი. 
ექიმთან მისვლამ საერთოდ ყველაფერი არია, 
ქალი ისე დაიბნა როდესაც წონასწორობა ვერ შევინარჩუნე ენა დაება. 
ასე დაიწყო ჩემი უცნაური ცხოვრება. 
მოგვიანებით, როდესაც წიგნები წავიკითხე და შევეცადე გავრკვეულიყავი რა მჭირდა ჩემს თავს დიაგნოზი დავუსვი. 
თორმეტი წლის, 
ყურებამდე შეყვარებული და უცნაური ადამიანი. 
დაავადებას სიყვარული ვუწოდე, 
ჩემთვის ჩანაწერების კეთება დავიწყე, 
ვწერდი-ვხევდი, ვწერდი-ვხევდი. 
ბოლოს, როდესაც ვეღარაფერს ვაკეთებდი დავრწმუნდი, რომ სტუმარი მყავდა გულის არეში. 
სიყვარულს კარი გავუღე და კარგად ვუმასპინძლე, 
სტუმარს მოეწონა ახალი სახლ-კარი და დითხანს დარჩენა გადაწყვიტა. 
რაც უფრო დიდი დრო გადიოდა, ჩემი სიყვარული უფრო ფართოვდებოდა, 
სიგანეში თუ სიგრძეში მნიშვნელობა არ აქვს, 
მთავარი ის არის, რომ ვიზრდებოდი და ვპატარავდებოდი. 
იმდენად დიდი იყო ეს სიყვარული, რომ რაღაც ქაღალდის ნაგლეჯებთან ურთოერთობა მაიძულა, 
ჩემთვის ურთიერთობა შესაძლებელი გახდა ნებისმიერ ნივთთან, თუ ცხოველთან. 
კიდევ გადიოდა დრო, 
კიდევ მიყვარდა ის ადამიანი, მაგრამ რაც  საოცრად გასაკვირი იყო ამ სიყვარულმა შემაყვარა ყველა და ყველაფერი, 
ვისწავლე ყველაფრის პატიება, 
ვისწავლე ადამიანის შეცვლა, 
ვისწავლე თუ როგორ უნდა იცხოვრო სწორად. 

ეს გრძნობა წესით და რიგით უვნებელი, ძალიან საჭირო გრძნობაა, მაგრამ მე ნამდვილად მავნო. 
გავხდი მარტოსული, 
ვიქეცი ადამიანად, რომელსაც არაფერი არ შეეძლო სიყვარულის გარდა. 
ყველა ხერხს მივმართე იმისთვის, რომ ეს გრძნობა სამუდამოდ მომეშორებინა, მაგრამ არაფერი არ გამომდიოდა. 
სიყვარული იზრდებოდა და ფართოვდებოდა ჩემში. 
ერთად იმდენი რამ დამიგროვდა, რომ მწვავე ნერვოზი ჩამომიყალიბდა, 
ყველაფერზე საშინელი რეაქცია მქონდა, 
ვაწყობდი ისტერიკებს და 
ეს პატარა ლამაზ თვალება გოგონა ველურ სიყვარულად გადაიქცა, 
მხოლოდ ჩემი სიყვარული არ მაკმაყოფილებდა, 
სხვის გრძნობებზე გადავედი, 
მინდოდა ქვეყანა სიყვარულისგან ამევსო. 
როდესაც მართლა მარტო დავრჩი, 
მივხვდი, რომ მე ზედმეტად უცნაური არსება ვიყავი, დავიწყე ფიქრი თუ რა მინდოდა ყველაზე მეტად. 
ჩემმა ფიქრებმა და ოცნებებმა კვლავ იმამდე მიმიყვანა რაზეც აქამდე ვფიქრობდი: 
ხის პატარა სახლი, 
სიგარეტის ბოლით გაბუღული ოთახი, 
ემოციებში აბლანდული მე, 
აცრემლებული თვალები და ბევრი სიყვარული. 
ვხვდებოდი, როგორ ვბერდებოდი ბავშვი, 
დაბერებაზეც თანახმა ვიქნებოდი, მაგრამ არც ისეთი დასაკვეხნი სიბერე მექნებოდა. 
მე კი ნამდვილად არ მსურდა სიბერე სადაც ყოველთვის ელოდები როდის დაღამდება, რომ გათენდეს და 
როდის გათენდება, რომ ისევ დაღამდეს, როდესაც მზის დანახვაც კი აღარ განიჭებს სიამოვნებას, არა მე სიბერე არ მაწყობდა. 
ჩემი აზროვნებით დავიწყე ბრძოლა, რომ რაღაცა შემეცვალა ცხოვრებაში, 
მინდოდა არ დამესრულებინა ცხოვრება, მაგრამ ვერაფერს გავხდი, 
ვისაც არ უნდა, რომ მოგისმინოს არ მოგისმენს 
და ვისაც არ უნდა, რომ გაგიგოს ვერ გაგიგებს. 

ყველაფერი მიყვარდა, 
წვიმა და თოვლი, 
ქარი და ელვა, 
ყვავილი და ბალახი, 
მზე და მთვარე, 
ვარსკვლავი და ცისარტყელა, 
მოკლედ ძალიან ბევრი რამ მიყვარდა. 
ეს ადამიანობა ძალიან მომაბეზრებელი გახდა, 
იმდენი რამის შესაძლებლობა მეძლეოდა და ვერაფერს ვერ ვაკეთებდი. 
რამდენჯერაც ჩემ გრძნობას წყალი დავასხი იმდენჯერ აინთო, ვერაფერი ვერ ვუშველე, 
ბოლოს ცრემლად ვიღვრებოდი და თავად ვიქეცი ცრემლად. 
მიყვარდა თვალიდან, რომ ვვარდებოდი და აღაჟღაჟებულ ღაწვებს ვეფერებოდი, 
გამჭვირვალე პატარა წვეთი ვიყავი, ვითომც არაფერი, მაგრამ ძალიან საჭირო და აუცილებელი რამ. 
თითოეული ადამიანის ტკივილს განვიცდიდი, 
მთელი კაცობრიობის სიყვარულს გულში ვიდებდი, 
ყველაზე ბედნიერი მომენტი ერთხელ მქონდა, როდესაც ვიღაცის თვალიდან გამოსვლას ვერ ვახერხებდი, 
ის ადამიანი ტირილს ვერ ახერხებდა, და როდესაც ღაწვებს მივეფერე მივხვდი, რომ ჩემ სიყვარულს შევუერთდი. 
მას ნაზი, 
მშვიდი და ჰაეროვანი სიყვარული ატირებდა, 
რაღაცა ჩამწყდა, იმის გამო, რომ მე არ ვუყვარდი, მაგრამ 
გამიხარდა ის, რომ მან სიყვარული იცოდა, 
მის ლამაზ სახეს ნელა შევეხე, 
მთელი ჩემი გრძნობები გადავეცი, 
მთელი ჩემი ბედნიერების სურვილი ვუძღვენი. 
სანამ საბოლოოდ წავიდოდი თვალები დავხუჭე, 
ნაზად ვაკოცე ლოყაზე და ხელის შეხებას დაველოდე, მაგრამ ხელი არ შემხებია, 
ბოლომდე გავიარე გასავლელი გზა. 
მან თვალი გაახილა და შეხედა ცრემლს, 
რაღაც გულმა ვერ დააცადა და ხელი გასწია მისკენ, 
ცრემლი ხელზე დაეცა. 
ეს რაღაც საოცარი ცრემლი იყო, 
ვერცხლისფერი მარგალიტისებური სილამაზის, 
ვერ გაუშვა ეს ცრემლი და ტუჩებისკენ წაიღო, 
ნაზად აკოცა, 
ხელს შეხედა 
და 
ცრემლი აღარ იყო. 
მე მაშინ განვიცადე დიდი ბედნიერება, როდესაც მის ლამაზ ტუჩებზე დავდნი და შევუერთდი ბუნებას. 

მის ცრელმად ჩავიღვარე მისივე გულში.



 


ძებნა

შესვლის ფორმა

Copyright MyCorp © 2024